უცხოეთი

პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს შეუძლია.

თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო

თურქეთი სირიის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზაციას ახდენს. როგორც მედია იუწყება ეს შესაძლოა ახალ სამხედრო ოპერაციას უკავშირდებოდეს, რომლის დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა დააანონსა.

იანვრიდან ჰოლანდიას ნიდერლანდები ერქმევა

2020 წლის იანვრიდან ჰოლადიას ნიდერლანდების სახელმწიფო ერქმევა. 

ავიაკატასტროფა ლვოვში - არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ლვოვში, თვითმფრინავი Ан-12 ავარიული დაშვების დროს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 7 ადამიანიდან 4 დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

რუსული "21-ე საუკუნის თვითმფრინავი" ფრენისას გაფუჭდა

რუსულ თვითმფრინავ MC-21-300-ზე (სახელწ: "21-ე საუკუნის მაგისტრალური თვითმფრინავი"), საცდელი ფრენის დროს გაუმართაობა აღმოაჩინეს. შესაბამისად, ლაინერი მოსკოვის სიახლოვეს, ჟოკოვსკში საგანგებო დაფრენისთვის ემზადება.

უკრაინაში პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია განახორციელეს

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში სამართალდამცავების მიერ იარაღის გამოყენების კანონიერებას სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაცია სწრაფი რეაგირების ჯგუფის საიტზე ვრცელდება.

საკონტაქტო ჯგუფმა დონბასის საკითხზე "შტაინმაიერის ფორმულას" მოაწერა ხელი

უკრაინულმა დელეგაციამ დონბასის საკითხის მოგვარების საკითხზე სამმხრივი კონტაქტის ჯგუფის შეხვედრაზე ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულას“ მოაწერა ხელი. 

ქართული ღვინო იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დააგემოვნეს

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში "Marunochi Bealding" ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

ტაივანში, ილანის პროვინციაში ხიდი ჩაინგრა

ხიდი 1999 წელს არის აშენებული, შემთხვევის დროს ხიდზე ნავთობით სავსე სატვირთო მოძრაობდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას NDTV ავრცელებს.

როდის აპირებს რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის აღებას? – სკანდალური კითხვა პუტინს ერევანში დაუსვეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისათვის "რუსთავი 2"–ის ჟურნალიტის კითხვას, თუ როდის აპირებს რუსეთი 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობის აღებას, ერევანში მიმდინარე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე სკანდალი მოჰყვა.

ირანის პრეზიდენტის ძმას 5 წელი მიუსაჯეს

ირანის სასამართლომ კორუფციაში მხილებულ ჰოსეინ ფერეიდუნს, რომელიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ჰასან რუჰანის ძმაა, 5–წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვლადიმერ პუტინი ერევანში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევანში ჩაფრინდა, სადაც ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად

ოფიციალური პირების განცხადებით, ინდოეთის შტატ ოთარ პრადეშსა და ბიჰარში გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

პუტინი ღვინოზე აქციზის გადასახადს ზრდის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ღვინოზე აქციზის გადასახადის გაზრდას გულისხმობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: რუსეთი ასადის რეჟიმს მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდა ორ რუსულ კომპანიას, რომლებიც სირიის მთავრობას საწვავით ამარაგებენ.

 
ჟაკ შირაკი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიას ჟაკ შირაკის სიძემ მიაწოდა.

სამმხრივი სამხედრო წვრთნები აქტიურ ფაზაშია

"კავკასიური არწივი 2019", ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების  შეთანხმების შესაბამისად ტარდება. სპეცრაზმმა სპეციალური სროლითი წვრთნები ჩაატარა.

თურქეთში აფეთქება მოხდა

თურქეთის ქალაქ ადანაში პოლიციის ავტობუსში ბომბი აფეთქდა. შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას PRESSTV ავრცელებს.

დონალდ ტრამპი: ირანის რეჟიმი იწვევს სიკვდილს და განადგურებას, არის ტერორიზმის პირველი დამფინანსებელი

ირანის რეჟიმი იწვევს სიკვდილს და განადგურებას, არის ტერორიზმის პირველი დამფინანსებელი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის ყოფილი შს მინისტრი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი უფროსი ჰაიკ ჰარუთუნიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 23 სექტემბერს ნახეს.