სამართალი

აშშ-ს საელჩო: ეს სამართალდაცვითი ღონისძიება უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე, რომელზეც აშშ-ს მოქალაქეცაა დაკავებული, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს

არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს.

სამედიცინო დაწესებულებაში ჩხუბის საქმეზე ბრალდებული 4 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

მიმდინარე წლის მარტში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი 4 პირი დღეს სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება.

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქეებს ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოუჩინეს.

„წითელ ხიდზე“ 7 960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

14-16 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

პოლიციამ „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს.

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ. დააკავეს.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში  განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, 19,280 ღერი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეების მობილურ ტელეფონებს თაღლითურად დაეუფლა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

 

 
თბილისში 34 წლის კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში 34 წლის კაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა დღეს, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 
ქუთაისში რამდენიმე კაცი ქალის სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს.

 
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.