სამართალი

კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს 

კინოთეატრ "ამირანთან", სადაც "ქართული მარშის" და ლევან ვასაძის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, 2 პირი დააკავეს. დაკავების შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 3 მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალებაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი: კინოთეატრებთან წესრიგის დაცვის მიზნით შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული

"მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული", - ამის შესახებ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

შსს-ს წარმომადგენელი: დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ცაციაშვილი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ განცხადებას გამოეხმაურა.

პროკურორი გიორგი მიქავა: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა, საუბარია წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ, თაღლითობის შემადგენლობაზე

პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მტკიცებულებების მიხედვით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა, საუბარია წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ კი თაღლითობის შემადგენლობაზე.

შსს კინოთეატრებთან დაგეგმილ აქციაზე განცხადებას ავრცელებს 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს კინოთეატრებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმზე ბრალდების მხარის მოწმე დაკითხეს.

პროკურატურა მაკო გომურზე: გამოძიებამ აქციის მონაწილეებს სტანდარტული კითხვები დაუსვა

"გამოძიებამ აქციის მონაწილებს სტანდარტული კითხვები დაუსვა, რასაც კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა მოიცავს",- ასე პასუხობს გენერალური პროკურატურა 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომურის განცხადებას.

სამი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წელი და 9 თვე მიესაჯა

სამი პირის განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა, ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულს 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარი "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: "წითელი ხიდი" და "სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და თუქეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების.

მებაჟე ოფიცრებმა 36,020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

1-6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "წითელი ხიდი" და "სარფი", სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

შსს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8, 9 და 10 ნოემბერს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებებზე: მჭირდება დრო, რომ დავფიქრდე და ისე მივიღო გადაწყვეტილება

"მიკვირს რატომ არის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება რა იქნება ამ კუთხით",- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. 

სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე: რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც არ ვარ დაბარებული

"რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც არ ვარ დაბარებული. არანაირი პრობლემა და არც კითხვა არ არის",- ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას შეწყალებების საქმეზე პროკურატურაში მის შესაძლო გამოკითხვასთან დაკავშირებით.

რუსთავში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, ორი მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის თხევადი აირის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

ბათუმში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპივეს. ცნობილია, რომ პრობლემები მას აზარტულ თამაშებთან დაკავშრიებით ჰქონდა. გარდაცვლილს ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.