სამართალი

თაღლითობასა და ქურდობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობისთვის, ქურდობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებისთვის და მოტყუებით, ქონების დაზიანებისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და გაასაღა 15 000 ყალბი თურქული ლირა.

არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი პირი - მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

უძრავი ქონებისა და წილების გამოძალვის ფაქტზე გია უდესიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

"უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გ.უ.-ს და ზ.გ.-ს  მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო",- ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 
მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პაატა მაჭარაშვილს თანხის გადახდა 1 თვის ვადაში დაევალა.

შალვა ოგბაიძე: შსს-ს მიერ ინიცირებული კამპანია უნდა გაგრძელდეს იქამდე სანამ არ მივაღწევთ ჩვენ მიზანს - საქართველოს გზებზე არავინ უნდა იღუპებოდეს

ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის "მეტი სიცოცხლისთვის" ახალ ეტაპის დაწყება შეაფასა.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი: საგზაო უსაფრთხოება მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოწვევაა, საქართველოში ამ მიმართულებით ნამდვილად შეინიშნება პროგრესი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

"ახალგაზრდა ადვოკატები" - გიორგი ფანგანის საქმიდან აცილება სემეკის თვითშეგნების და მიუკერძოებლობის ტესტი იქნება

"ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დავაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გიორგი ფანგანის აცილებას მოითხოვს.

ნინო ჯავახაძე: ავტოსაგზაო შემთხვევების და მის შედეგად დაშავებულთა რაოდენობაში კლებაა

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს",- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით განაცხადა.

მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრისთვის დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრისთვის დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს დღეს ყვარელში ბრალი ოფიციალრუად წაუყენეს. მას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

შსს-ის პოლიციის ატაშეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდო გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ - რაფალ იანკოვსკიმ პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დააჯილდოვა.

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით 4 უცხოელი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის "სარფი“ დასაცავ მონაკვეთზე ღონისძიებების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის 2, მაროკოს სამეფოს 1 და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს.

პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე: როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ

"როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ", – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

"იმედზე" მორიგი კიბერშეტევა განხორციელდა

ტელეკომპანია "იმედზე" მორიგი კიბერშეტევა მოხდა. ფაქტი, 2 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 წთ-ზე დაფიქსირდა.

პოლიციამ თაღლითობის მცდელობისა და ცრუ დასმენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული ფ.ს. დააკავეს.

დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასთან მიახლოების უფლება მიეცა. 24 წლის ქალი სრულ პასუხისმგებლობას მოსამართლეს აკისრებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინის" ამოღების კვალზე დააკავეს ქუთაისში 1946 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ჩ.

ძმის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო.

ქვემო ბოდბეში კაცის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1963 წელს დაბადებული პ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას ახალ ბრალდებაზე განმარტებას აკეთებს

„ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.