სამართალი

შალვა თადუმაძე: არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი

„არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს.

"პირველი არხის" ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო: 20-21 ივნისის აქციის მონაწილე პირების დაზარალებულად ცნობის საკითხი კვლავ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი

თბილისის საქალაქო სასამართლო მაკო გომურისა და 20-21 ივნისს აქციის მონაწილე სხვა პირების დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

მებაჟე ოფიცრებმა 16 580 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

22-28 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მ.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 6,485.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (64.08 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო.

ნინო ჯავახაძე 20 ივნისის აქციაზე: ინდივიდუალური, გარკვეული სამართალდარღვევები და გადაცდომები იყო  

ინდივიდუალური, გარკვეული სამართალდარღვევები და გადაცდომები იყო,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ განაცხადა.

შსს: კიბერშეტევასთან დაკავშირებით, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებ-გვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს.

დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  ოთხი  ფაქტი გამოავლინეს.

თბილისში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი, დაშავდა.

და-ძმა გარდაიცვალა, დედა მძიმედ დაშავდა - ავარია ახალციხეში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შსს-მ სხვადასხვა ვებ-გვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

პოლიციამ თბილისში 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს.

თაღლითობაში ბრალდებულებს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულებს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

შსს-მ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში დააკავეს. 

ოჯახის წევრის მიერ, არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

 
ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ცამეტი მუსლიმი ოჯახისა და საპატრიარქოს დავამ სასამართლოში გადაინაცვლა

"ვის ეკუთვნის ადიგენის ნასოფლარ ქვაბიჯვართან, 7 ჰა-მდე ტერიტორია" - ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კიკიბოსა და დერცელის მოსახლეობის საქმის განხილვა დაიწყო.

სასამართლომ ბიზნესმენების საქმე არსებით განხილვაში მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრის ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე არსებით განხილვაში მიიღო.