სამართალი

ბადრი ჯაფარიძე: "მუქარის წერილის" გადმოცემისას შუამავალი არ ყოფილა

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "მუქარის წერილის" გადაცემისას შუამავალი არ ყოფილა. 

სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის გირაო ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს INL-მა ახალი აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ, სპეციალური ავტომანქანა ვოლიერებით გადასცა.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უცხოელ ექსპერტებს შესასწავლი მასალები სასურველ ენაზე არ გადაეცათ

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე შესასწავლი მასალები სასურველ ენაზე არ გადაეცათ.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალური დანაშაულია და ასეთი შემადგენლობა მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს დოკუმენტები შესასწავლად მათთვის გასაგებ ენაზე გადაეცათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის შეწყვეტას სთხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძისთვის წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვირიტშვილმა განაცხადა.

20-21 ივნისის საქმეში ბრალდებულმა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა აღიარა, რომ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა

20-21 ივნისის საქმეში ბრალდებული სპეცრაზმელის გიორგი ესიაშვილის ადვოკატის ზაზა არჩვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს იმ ბრალდებას, რომელსაც გამოძიება უყენებს და თავს დამნაშავედ ცნობს.

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო.

ადვოკატი: პროკურატურა ილია ჯიშკარიანს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ნებას არ აძლევს

ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე მიესალმება, თუკი სახალხო დამცველს პროკურატურა საქმის მასალებზე წვდომის უფლებას მისცემს.

თამარ ლუკავა ილია ჯიშკარიანის საქმეზე: ომბუდსმენისთვის საქმის მასალების გაცნობაზე უარი, მიკერძოებულობაა

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ სახალხო დამცველისთვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის რეალური მიზეზი, მიკერძოებულობაა.

პროკურატურა ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ილია ჯიშკარიანის საქმეზე სახალხო დამცველის მოთხოვნას პასუხობს და აცხადებს, რომ კანონმდებლობა ომბუდსმენის აპარატისთვის საქმის გაცნობას არ ითვალისწინებს.

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

მალხაზ კობაური საქართველოს სტრასბურგში უჩივის

სმიტების მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეაქვს. 

სახალხო დამცველმა თამთა თოდაძესთან საქმის დეტალებზე ისაუბრა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს შეხვდა და მათგან  საქმესთან დაკავშირებული დეტალები მოისმინა. 

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილსა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას პატიმრობა შეუფარდა.

ქარელის საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე დააკავეს

ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერიის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს.

 

გიორგი გახარია: ყველა ის შემთხვევა, სადაც კანონს ვარღვევთ სექსუალური შევიწროებისა და ნეპოტიზმის კუთხით, უნდა იყოს გამოძიებული

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის შემთხვევები, სადაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან ირღვევა კანონი კორუფციის, ნეპოტიზმისა და სექსუალური შევიწროების კუთხით, უნდა იყოს გამოძიებული.  

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სალომე ადეიშვილის განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სალომე ადეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ "ფეისბუქ პოსტზე" გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებული კაცი პატიმრობაში რჩება

82 წლის კაცი, რომელსაც საკუთარი შვილიშვილის დაჭრა ედება ბრალად , სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სუს-ში არ ადასტურებენ, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ, რომ იმ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თავი მოიკლა.