სამართალი

პოლიციამ თბილისში 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს.

თაღლითობაში ბრალდებულებს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულებს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

შსს-მ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში დააკავეს. 

ოჯახის წევრის მიერ, არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

 
ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ცამეტი მუსლიმი ოჯახისა და საპატრიარქოს დავამ სასამართლოში გადაინაცვლა

"ვის ეკუთვნის ადიგენის ნასოფლარ ქვაბიჯვართან, 7 ჰა-მდე ტერიტორია" - ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კიკიბოსა და დერცელის მოსახლეობის საქმის განხილვა დაიწყო.

სასამართლომ ბიზნესმენების საქმე არსებით განხილვაში მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრის ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე არსებით განხილვაში მიიღო.

ბადრი ჯაფარიძე: "მუქარის წერილის" გადმოცემისას შუამავალი არ ყოფილა

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "მუქარის წერილის" გადაცემისას შუამავალი არ ყოფილა. 

სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის გირაო ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს INL-მა ახალი აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ, სპეციალური ავტომანქანა ვოლიერებით გადასცა.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უცხოელ ექსპერტებს შესასწავლი მასალები სასურველ ენაზე არ გადაეცათ

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე შესასწავლი მასალები სასურველ ენაზე არ გადაეცათ.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალური დანაშაულია და ასეთი შემადგენლობა მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს დოკუმენტები შესასწავლად მათთვის გასაგებ ენაზე გადაეცათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის შეწყვეტას სთხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძისთვის წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვირიტშვილმა განაცხადა.

20-21 ივნისის საქმეში ბრალდებულმა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა აღიარა, რომ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა

20-21 ივნისის საქმეში ბრალდებული სპეცრაზმელის გიორგი ესიაშვილის ადვოკატის ზაზა არჩვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს იმ ბრალდებას, რომელსაც გამოძიება უყენებს და თავს დამნაშავედ ცნობს.

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო.

ადვოკატი: პროკურატურა ილია ჯიშკარიანს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ნებას არ აძლევს

ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე მიესალმება, თუკი სახალხო დამცველს პროკურატურა საქმის მასალებზე წვდომის უფლებას მისცემს.

თამარ ლუკავა ილია ჯიშკარიანის საქმეზე: ომბუდსმენისთვის საქმის მასალების გაცნობაზე უარი, მიკერძოებულობაა

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ სახალხო დამცველისთვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის რეალური მიზეზი, მიკერძოებულობაა.

პროკურატურა ილია ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ილია ჯიშკარიანის საქმეზე სახალხო დამცველის მოთხოვნას პასუხობს და აცხადებს, რომ კანონმდებლობა ომბუდსმენის აპარატისთვის საქმის გაცნობას არ ითვალისწინებს.

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

მალხაზ კობაური საქართველოს სტრასბურგში უჩივის

სმიტების მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეაქვს.