სამხედრო თემა

საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება

3-4 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება.

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესებას გეგმავს

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი ამოცანა იქნება, რომ ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში.

თავდაცვის მინისტრი: "ვემსახურები საქართველოს" იდეის ქვეშ ყველა რაიონში ფრონტ ოფისების გახსნა იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილი: ჩემი დავალებაა, რომ 2020 წლის ბოლომდე, ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა გარემონტდეს

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზების გამართულობა თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო ბატალიონის სიტუაციური საველე სწავლება გაიმართა

წვრთნების მიზანი თავდაცვითი ოპერაციების საწარმოებლად ტაქტიკური ამოცანების დახვეწა, ქვედანაყოფების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იყო.

საწვრთნელ ბანაკ „სორტაზე“ რეზერვისტების დასკვნითი შეკრება გაიმართა

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით რეზერვისტთა დასკვნითი შეკრება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „ზემო სორტაზე“ გაიმართა.

ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეცრაზმის წვრთნები გაიმართა

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოში სპეცდანიშნულების რაზმების ერთობლივი წვრთნები "კავკასიური ორელი - 2019" დაიწყო.

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზაციას დააფინანსებს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესს დააფინანსებს. 

საფრანგეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას განამტკიცებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები 19 სექტემბერს სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს.

თავდაცვის მინისტრი GDRP-ის მიმდინარეობას გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.

თავდაცვის მინისტრმა მედლინ მუნს JTEC-ში უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)  უმასპინძლა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს. ახალ უფროსს ლევან იზორიას უწყების ყოფილმა უფროსმა დავით სუჯაშვილმა უმასპინძლა.

 
ირაკლი ღარიბაშვილი პენტაგონის წარმომადგენელს ლორა კუპერს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს  აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი სამუშაო დღე თავდაცვის სამინისტროში

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი სამუშაო დღე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისვლით დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა

„ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი: სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და გაუმჯობესდება

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებაში და თავდაცვის ძალებში სოციალური მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება

 „ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული მთელს ცივილიზებულ სამყაროში“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.