Pia Logo
კონფლიქტები

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისთან დიალოგის მომხრე ბჟანია იმარჯვებს

აფხაზეთის ე.წ არჩევნები
02:24 23.03

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია – წინასწარი შედეგებით, თბილისთან დიალოგის მომხრე ასლან ბჟანია იმარჯვებს.

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა და მას გამარჯვება უკვე მიულოცეს როგორც სხვა კანდიდატებმა, ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანგამ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 154 “საარჩენო უბანი”, მათ შორის, მოსკოვში, საღამოს რვა საათზე დაიხურა. სულ „კენჭისყრაში“ მონაწილეობა 97 209 ადამიანმა მიიღო. აღნიშული პოსტისთვის სამი კანდიდატი, "ოპოზიციის ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი“ ასლან ბჟანია, “ვიცე - პრემიერი”, “ეკონომიკის მინისტრი” ადგურ არძინბა და “შს ყოფილი მინისტრი” ლეონიდ ძაპშბა იბრძონდნენ. ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რაულ ხაჯიმბა ოპოზიციური მიტინგების შემდეგ გადადგა.

ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია სოხუმში მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდიანრეობდა. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ასლან ბჟანია ორჯერ მოწამლეს. ექსპერტები, მათ შორის რუსი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აფხაზეთში დაპირისპირებს „საპრეზიდენტო არჩევრების“ შედეგების მიუხედავად კვლავ გამწვავდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და მას შემდეგ აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონს.

ბოჭორიშვილის კლინიკა

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორ...
10:42
სამცხე-ჯავახეთის შვიდ საკარანტინე ზონაში, ექვსი აპრილის მდგომარეობით, 262 პირი იმყოფება. მათგან 27 მ...
15:01
„იმედის მომცემია პრემიერისა და, ზოგადად, მთავრობის დამოკიდებულება ეკონომიკური საკითხისადმი, რაც პირვ...
15:00
„იმ განაცხადებს შორის, სადაც დაფიქსირებულია საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ბიზნესის თითქმის ყველა...
14:34
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების...
14:26
Covid 19-ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს 20 000 ლარი გადაეცა ტექნოლოგიები ვირუსის წინააღმდეგ - ონლაინ ჰაკა...
 „Covid 19-ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. 20 000 ლარი პროექტის განხორც...
09:45
ბრიტანეთი რუსეთს და ჩინეთს კორონავირუსზე...
ბრიტანელმა დეპუტატებმა ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ბრძოლაში ჩინეთის ქმე...
01:06
ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს
კორონავირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯ...
00:39
წერეთლის გამზირს დეზინფექცია ჩაუტარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის ქუჩების დეზინფექციას შპს „...