მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მლნ გაყიდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.

აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარე წელს რიგით მესამეა. ბოლო 2 კვირაში ეროვნულმა ბანკმა 100 მლნ დოლარი გაყიდა. იმავე პერიოდში კურსი მკვეთრად 21%-ით გაუფასურდა. და ლარმა გაუფასურების რეკორდი 7-ჯერ მოხსნა. 24 მარტს Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.53 ლარს გადააჭარბა.