მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა კორონავირუსის მიზეზით უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს დაეხმარება

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსზე

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მთავრობა პირველ რიგში იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ, ხოლო ბიზნესებიდან პრიორიტეტი მას მიენიჭება, რომელიც კადრებს არ შეამცირებს.

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე - ჩვენი მთავარი ობიექტი ის ადამიანები არიან, ვინც, მიუხედავად მცდელობისა, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან, რადგან ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს როგორც ბიზნესსექტორის, ისე უმუშევრად დარჩენლი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს დღეებში საჯარო გახდება.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესისთვის გადასახადების სხვადასხვა წნეხი შევარბილოთ, მაგრამ ეს იმდენად დიდი და გლობალური ეკონომიკური კრიზისია მსოფლიოში, და საქართველო მსოფლიოს ნაწილია, რომ ვერ გამოვრიცხავთ - გვეყოლება ადამიანები, ვინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ისინი ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს დახმარების პროგრმა ორი მიმართულებით იმუშავებს: დახმარების ობიექტი ის ბიზნესები იქნება, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები.

„ჩვენ ასე დავიწყეთ და ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიას და ჯამში მათ ერთმილიარდლარიანი შეღავათები გავუწიეთ, რომ მათ აიღეს ვალდებულება - გარკვეული დროის განმავლობაში პერსონალს არ შეამცირებენ, და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას. ანუ, ჩვენ ერთი მხრივ ვეხმარებით ბიზნესს, რომ მან შეინარჩუნოს დასაქმებულები და სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, აქცენტი გვაქვს იმ ადამიანებზე და ფიზიკურ პირებზე, ვინც მიუხედავად მთავრობის დიდი მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს. ა,ი ეს ორი მიმართუელბა იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.