მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: მარნეულსა და ბოლნისში დაიშვება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც დახურულ სივრცეში არ მუშაობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა მსგავსი სამუშაოები, რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, უახლოეს დღეებში სხვადასხვა დარგის საწარმოებს და ბიზნესასოციაციებს მთავრობა ასევე მიაწვდის დარგობრივ გაიდლაინებს. 

„ბევრი შეკითხვა შემოდის საწარმოებიდან და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოებები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, უბრალოდ მოვითხოვთ მენეჯერებისგან, რომ ორგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას და შეასრულონ უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.