Pia Logo
ეკონომიკა

რა უფრო დააზარალებს მსოფლიოს-ეკონომიკური ვარდნა თუ კორონავირუსი?

ეკონომიკა და კორონა
14:52 24.03

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად მსოფლიოში იზრდება აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენად მართებულია შეზღუდვების მოცულობა და რა უფრო დააზარალებს ადამიანებს - ეკონომიკის სრული გაჩერება თუ თავად კორონავირუსი.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეგულაციების შემცირების მომხრეა, მაგრამ მას მედიკოსები არ ეთანხმებიან. მიზეზად კი ვირუსის გავრცელების ტემპის დაჩქარებას ასახელებენ. თუ 12 მარტს აშშ-ში ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 მარტს ეს რიცხვი 25-ჯერ 10 168-მდე გაიზარდა. ზრდის ასეთი ტემპი იტალიის მაჩვენებელს 2.1-ჯერ აღემატება. მსხვერპლის რიცხვი 582-ს აღწევს. ეპიდემოლოგების განმარტებით შეზღუდვების მოხსნა, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობას, ასევე მსხვერპლის რიცხვს მკვეთრად გაზრდის. ამ დროისათვის, 100 მლნ-ზე მეტ ამერიკელს სახლში დარჩენის რეკომენდაცია აქვს მიცემული.

განსხვავებული პოზიცია უკავიათ Morgan Stanley-ს საინვესტიციო ბანკის მკვლევარებს, შეზღუდვების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ისინი ეკონომიკის ვარდნასა და უმუშევრობის 13%-მდე ზრდას წინასწარმეტყველებენ, მაშინ როცა უმუშევრობა შტატებში ამჟამად 3.6%-ს შეადგენს. ეს 2008-2009 წლის კრიზისთან შედარებით უფრო უარესი სცენარია. საინვესტიციო ბანკი მკვლევართა მტკიცებით $1 ტრლნ-იანი ინექცია და მოსახლეობისთვის 1000-1000 დოლარის დარიგება.

ტრამპის განცხადებით ის ვერ დაუშვებს ქვეყნის 3-4 თვით გაჩერებას, როგორც ამას გარშემომყოფთა ნაწილი ურჩევს და ბიზნესები ბევრად უფრო ადრე თავიდან გაიხსნება.

ბოლო დრომდე ტრამპის პოზიციას იზიარებდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც გარკვეულ ქმედებებს მხოლოდ რისკჯგუფის მიმართ ატარებდა, თუმცა 23 მარტს ისიც იძულებული გახდა დანებებულიყო. და შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაევრცელებინა. ამ ქვეყანაში ბოლო 3 დღის განმავლობაში ვირუსის ინფიცირების 900-ზე მეტი და გარდაცვალების 50 შემთხვევა ფიქსირდება.

ევროპასა და ამერიკას ვირუსმა მთელი ძალებით მარტიდან შეუტია. ეკონომისტებსა და მედიკოსებს შორის ჯერჯერობით მედიკოსები იმარჯვებენ. შეწყვეტილია ფრენები, დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები, ბიზნესები... გაუქმდა ან გადაიდო სპორტული და კულტურული ღონისძიებები. რამდენ ხანს გააგრძელებს ასე ცხოვრებას პლანეტა და ამ შემთხვევაში უფრო დასავლური სამყარო ეს მოსახლეობაზე, მთავრობებზე და თავად ვირუსზეა დამოკიდებული. ის რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შემცირდება ფაქტია. თუ რამდენით ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეკონომიკური ვარდნა კი უბრალოდ "შემოსავლების შემცირებაზე" მეტია. ის ზრდის უმუშევრობას, იწვევს სტრესს, რაც შემდეგომ სხვა დაავადებების მაპროვოცირებელი ხდება. რეცესიის დროს ადამიანებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ხარიხსიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, ადამიანთა ნაწილი დგება გამოკვების პრობლემის წინაშე. დღესაც კი, როცა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა, შიმშილით ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კორონავირუსით ბოლო 2 თვეში.

ბოჭორიშვილის კლინიკა

მაკა სოლოღაშვილი: კორონავირუსის 2 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტი ბოჭორ...
10:42
„დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ლუგარის ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თ...
13:15
„ვირუსის შეკავების მხრივ, საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვ...
13:03
თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ სპორტსმენებს სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს. "ვულოცავ ჩვენს სა...
12:14
"პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლო...
11:56
ნავთობი, კორონავირუსი რუსეთი $10–იანი ნავთობისა და 89–რუბლიანი დოლა...
სისტემწარმომქმნელი საწარმოების მდგრადობის შემოწმების მიზნით რუსეთის ხელისუფლებამ ეკონომიკური კრიზისი...
ახალციხეში კათოლიკე და სომხურმა თემმა ბზ...
კათოლიკე და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს, ხუთ აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის...
ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩე...
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექცი...
22:34 05.04
ტიკარაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირ...
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პი...