მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბანკო სესხების მოცულობა 31.6 მლრდ ლარამდე შემცირდა

საბანკო სესხი

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში იანვართან შედარებით 294 მლნ ლარით შემცირდა და 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით 31.63 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარში გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 124 მლნ ლარით გაიზარდა, თუმცა უცხოურ ვალუტაში 419 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.53 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.18%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.49 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.90%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით მეტი).

2020 წლის თებერვლის განმავლობაში 0.38%-ით, ანუ 60.73 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 15.82 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.47% შეადგინა, რაც პირველი თებერვლის მონაცემს 0.87%-ით აღემატება.