სამართალი

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება

კარანტინი მარნეულში
14:29 ხუთ. 26 მარტი
დაკოპირებულია

მარნეულში კორონავირუსის შიდა გადადების დაფიქსირების გამო, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში COVID-19-ის გამო საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს.

საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულში ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ორივე მუნიციპალიტეტი გამოცხადებულია საკარანტინო ზონად.

სესხის გადავადება

სესხის გადავადებაზე მოქალაქეების განცხად...

ამავე ცნობით, მოქალაქეებმა, რომლებმაც შემოსავალი დეკემბერ-იანვრის დროებითი ღონის...
როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, არც ერთ შემთხვევაში, არავის არ უცდია სინამდვილეში გაეგო რა ვთქვი, ისე...
24 წუთის წინ
„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დან...
32 წუთის წინ
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შენახვა - 62 მილიონი ლარი. ტრანსპორტის განვითარ...
38 წუთის წინ
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0107 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9996 ლარს შეადგენდა. შესაბ...
59 წუთის წინ
ექსპერტი ოთარ ანგურიძე საქსტატის მონაცემებზე

ასეთი რეიტინგები ყოველთვის პოზიტიურ გავლენას...

„მინდა, შევეხო Trace International – ის ინდექსს, რომელიც მოიცავს კორუფციის რისკის თავისუფლების ინდექ...
მელია: აშშ-ის ელჩს სტაბილურობა უნდა, მაგ...
მელია „ქართული ოცნების“ წევრის კახა კუჭავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამო...
პაატა იმნაძე განმარტავს, რატომ არის აუცი...
მისი თქმით, სახელმწიფო ცდილობს, კრიტიკული აუცილებლობის გარეშე, ადამიანების შეხვე...
ჰელგა შმიდტი ეუთოს ახალი გენერალური მდივ...
როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხ...