მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ოცნების" დეპუტატის სახლთან იარაღიდან გაისროლეს

ენზელ მკოიანის სახლთან სროლაა

ახალქალაქში, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სახლთან, სროლის ხმა გაიგეს. ენზელ მკოიანის საცხოვრებელთან მოსახლეობაა შეკრებილი, სახლს კი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტი შემოავლეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მომხდარის მიზეზი არ იციან ადგილობრივებმა. შემთხვევის ადგილზე შეკრებილების თქმით, მათ მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში PIA.GE-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-1 პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.