მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაჟა სირაძე: პოლიცია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მონიტორინგს

საპატრულოს უფროსი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში საპატრულო პოლიცია 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

"საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლირები კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან",- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 291 პაციენტი. კორონავირუსისგან ჯამში 3 ადამიანი განიკურნა.