მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადამ კინგიზერის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველომ ეფექტური ნაბიჯები გადადგა

თალაკვაძის და კინგიზერის საუბარი კორონავირუსზე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.

ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.