მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ არსებობს

ჩიქოვანი მთავრობის ადმინისტრაციაში

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სურსათის მიწოდების კუთხით პრობლემა არ არსებობს.

როგორც ჩიქოვანმა ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა ქსელური მაღაზია გამართულად მუშაობს.

"ამ ვითარებასთან მიმართებაში საზოგადოებაში არის სრული გაგება, არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად, არანაირი მიწოდების პრობლემა არ არის, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შეიძლება ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია. პრემიერის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება ამ ორ რაიონში, რათა ადგილზე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იქნეს აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 73 ადამიანია ინფიცირებული, დღეს ვირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მას შემდეგ რაც, მარნეულში კორონავირუსის შიდაგადაცემის ფაქტი გამოვლინდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა.