მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე COVID-19-ზე: რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა იწყება.

როგორც სხდომის დაწყების წინ, საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და ამიტომ საჭიროა რეკომენდაციების მაღალ ხარისხში შესრულება.

"მოქალაქეებს მინდა მივმართო და მოვუწოდო რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ სხვისას. შესალოა, ჩვენ ვინმესთვის აღმოვჩნდეთ მსხვერპლის საბაბი და ასევე საკუთარი თავი ჩავაგდოთ ხიფათის ქვეშ. მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. მნიშნელოვან ფაზაში შევდივართ, გვჭირდება უფრო მაღალ ხარისხში რეკომენდაციების შესრულება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 25 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.