Pia Logo
პოლიტიკა

ხუნდაძე: თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისთან 2019
21:23 25.03

"შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა, თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ასევე, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე", - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ხელისუფლება COVID-19-თან დაკავშირებულ პროცესს მართავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"მოქალაქეობრივი პასიხისმგებლობაა ერთი ის, რომ შეასრულოს რეკომენდაციები, მეორე და ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა რომ დავშალოთ სოციალური სიმჭიდროვე, ანუ არ იყოს მჭიდრო კონტაქტები", - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი განმარტებით დედაქალაქი განიტვირთა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ოჯახებში არის დარჩენილი და გარეთ გამოსვლას ერიდება არამედ, იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი რაიონებს დაუბრუნდა.

"ამას აქვს თავისი კარგი მხარე, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ე.წ. სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვე გაიზარდა. ასევე, რაიონებში, სადაც არის მრავალბინიანი კორპუსები, შეინიშნება მოქალაქეების სიჭარბე. ეს, არის ხიფათის შემცველი. რეკომენდაციებს თუ არ ვასრულებთ, ვეთამაშებით ცეცხლს. თუ ჩვენ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შესაძლოა მარნეულისა და ბოლნისის ვითარება მივიღოთ სადმე და მაშინ, საჭირო გახდება მასობრივი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს, ერთი - დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, ვეცადოთ, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები. მე მჯერა, რომ ბოლოს, ჩვენ ვირუსთან გამარჯვებულები დავრჩებით, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური მაჩვენებელი, რათა ცხოვრების რეჟიმი ნაკლები ზიანით, მაგრამ სწორად გავაგრძლოთ. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, მაგრამ მოქალაქის გასაკეთებელ საქმეს, რომ დაიცვან ჰიგიენის წესები და მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს, ვერ გააკეთებს სხვა. ხსნა ამ ვითარებიდან და ზიანის შემცირების მთავარი რეკომენდაცია, საფუძველი და საშუალება, არის კონტაქტების შემცირება და სიმჭიდროვის გაშლა, ამიტომ მოქალაქეებს მხოლოდ ამაში ვთხოვთ დახმარებას",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართვწელოში 75-მდე გაიზარდა.

„კლიპარტი“ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

#ბიზნესიზრუნავს - „კლიპარტის“ კამპანია C...

#ბიზნესიზრუნავს – ამ სახელწოდებით ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპა...
მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა,...
16:31
„ხელისუფლებას მივმართავ - დღეს პოლიტკორექტულობის დრო არაა და კანონის შესაბამისად, უმკაცრესი ღონისძიე...
16:13
დღეს, 29 მარტს, ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ტრადიციული, საკვირაო ბაზრობა გაიმართა. ალფამარკეტი და მი...
15:39
თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებშ...
15:13
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ირაკლი ლატარია: დავრჩეთ სახლში და მოვუსმინოთ...
„გარდა იმისა, რომ არის ომი კორონასთან, გვაქვს ასევე ომი - ნერვებისა და ავადმყოფ ნაცებთანაც“, - ამის...
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ქვეყანა რთულ მდგომა...
ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეარხებზე საჭირო გახდება დროებით ც...
12:15
ზუგდიდში ადგილობრივი ტრანსპორტის მოძრაობ...
ზუგდიდის მერიამ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში ვირუსი მზა...
12:12
მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 1500–...
რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 1534 შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე...