მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სესიაშვილი კორონავირუსზე: იმედიანად ვართ, თუმცა რთული სცენარებისთვის ვემზადებით

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან 2019

"ამოცანაა მოკლე დროში შევძლოთ ამ ვირუსის დამარცხება და ქვეყნის განვითარებისთვის გადავდგათ ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯი", -ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესაშვილმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, COVID-19-ის გამო ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ შესაბამის წესებსა და ინსტრუქციებს.

"ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ შესაბამის განსაზღვრულ წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლებს და მაქსიმალურად არის დაცული ასევე მათი ჯანმრთელობა შესაბამისი სპეციალისტების ინსტრუქციების მიხედვით. მეც, მათ შორის გავიარე ყველა ის პროცედურა, სანამ გავეცნობოდი მათ პირობებს და შევიდოდი მედპუნქტში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო და გავამხნევო ისინი, იმიტომ რომ ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა. ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ რა თქმა უნდა ვართ იმედიანად და ვემზადებით რთული სცენარებისთვის. მოტივირებული და იმედიანი ვართ, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 77 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი. მსოფლიო მასშტაბით კი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათასს გასცდა.