მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დუშეთის მერმა მოსახლეობას კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წამომადგენელთან მურთაზი ბოდაველთან და საკრებულოს დეპუტატთან ნუკრი უნდილაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ზურაბ სეხნიაშვილმა სოფელ პირმისაანთკარის, ვარსიმაანთკარის, ჩირდილელიანთკარის, გრიგოლაანთკარის, ჩუბიანიანთკარის და ბაზალეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულია შესაბამისი შეზღუდვები ტრანსპორტის, თავშეყრის ადგილების და საჯარო დაწესებულებების მიმართულებით. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, დღევანდელი მდგომარეობით მათი რაოდენობა 17-ს შეადგენს.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მონიტორინგში და გადაუდებელი საჭიროებისას მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების მონაწილეობით.

აღნიშნული საინფორმაციო კამპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება.