მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედაში ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების გაცემა დაიწყო

მედიკამენტების დარიგება

ქედაში ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების გაცემა დაიწყო.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მედიკამენტები სოფლის ექიმის რეცეპტის მიხედვით მოხმარდება მოწყვლად ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს, რომელთა ნუსხა აჭარის მთავრობის ჩართულობითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომედაციით შემუშავდა. 

 "მედიკამენტები გადავეცით დღეს მერისის ხეობის ამბულატორიას, რომელიც მანძილის მიხედვით, ყველაზე უფრო დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრს. მსგავსი ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით რეგიონის მთავრობას. ყველა სოფლის ექიმს აქვს სპეციალური ბაზა, რომელშიც აღრიცხულია მოწყვლადი ჯგუფები, ექიმის ჩანთას პირველადი მედიკამენტებით ისედაც ქედის მერია ავსებს ეტაპობრივად, თუმცა ვფიქრობთ კიდევ დამატებითი პროგრამის შემუშავებას", - აღნიშნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ.