მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას სოციალური პაკეტები გადასცა

სოციალური პაკეტების გადაცემა

კამპანიის „დარჩი სახლში“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სოციალური პაკეტები დაურიგდათ, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტით.

ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარება 100 ოჯახზე გასცა.

მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების გადაცემის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, მოხალისეთა ჯგუფები იქნა მობილიზებული, რომლებიც წითელი ჯვრის საზოგადოებამ გადაამზადა.

მოხალისეების აქტიური ჩართულობით მუნიციპალიტეტში ამ დღეების განმავლობაში,  სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება განხორციელდა.

მაღალმთიან სოფელ წერაქვში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ტრანსპორტი გაიგზავნა და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მოემარაგებინა.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სპეციალურ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.