მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულისა და ბოლნისის შემოვლით გზებზე სამხედროები პატრულირებენ

მარნეულსა და ბოლნისში პატრულირება

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე აკონტროლებენ.

თავდაცვის ძალები მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე პატრულირებენ და რაიონი ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლდება. სამხედროები მეორეხარისხოვან გზებს 24 საათის განმავლობაში დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებით აკონტროლებენ.

ამ მიზნით თავდაცვის ძალების 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტია მოწყობილი. დღე-ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. სამხედროები დარღვევის ფაქტს დაუყოვნებლივ აღკვეთენ.

მეორე დღეა მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო.