მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

კარანტინი მარნეულში

მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საველე ჰოსპიტლის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.

ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით, მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.

ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საკარანტინო ზონას დრონებით სრულად აკონტროლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.