მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძე მცხეთის ხორცპროდუქტების საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო

ხორცპროდუქტების საწარმოს დათვალიერება

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, მცხეთაში, ხორცპროდუქტების საწარმოში იმყოფებოდა.

მხარის რწმუნებული ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო, პერსონალს გაესაუბრა და საწარმოს მუშაობისა და წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ხორცპროდუქტების წარმოება საწარმოში გაზრდილი ტემპებით მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმა გათვალისწინებულია. საწარმო ხორცპროდუქტების დისტრიბუციას რეგიონის მასშტაბით ახდენს. წამოებულ პროდუქციაზე ფასების ცვლილება ამ მომენტისთვის არ ფიქსირდება.

ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას რეგიონში არსებული სასურსათო მაღაზიები. საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დეფიციტი არ არის.

მომხმარებელთა მომსახურების პროცესში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული.