მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძე სასურსათო მაღაზიებში და საცხობ ობიექტებში არსებულ ვითარებას გაეცნო

კერესელიძე სურსათის მაღაზიაში

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსთან ნიკოლოზ ტყებუჩავასთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სასურსათო მაღაზიებსა და საცხობებში იმყოფებოდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციით, მხარის რწმუნებული ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და პერსონალის საჭიროებები მოისმინა. 

მათივე ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთში, ამ მომენტისთვის, სასურსათო მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. რეგიონში საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ არსებობს. პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება. ასევე, არ შეინიშნება მოქალაქეთა რიგები. მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი, რათა მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობა დასაშვებ ზღვარს არ აღემატებოდეს. 

უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით აგრძელებენ მუშაობას საცხობები და კვების ის ობიექტები, რომლებიც მომხმარებლებს მიწოდების სერვისს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით მუშაობა დროებით შეჩერებულია ყველა რესტორანსა და კაფეში.