მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდსა და წალენჯიხაში ქუჩები აკურთხეს

ქუჩების კურთხევა სამეგრელოში

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წევრებმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში ქალაქების ქუჩები და სოფლები აკურთხეს.

მსახურება, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება, ავტომობილებში გადანაწილებულმა სასულიერო პირებმა აღასრულეს. გარდა ამისა, ეპარქიაში დაწყებულია სამზადისი. ტაძრებში დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები, რათა მრევლმა, რეკომენდაციის შესაბამისად, დისტანციის დაცვა შეძლოს.

"მოვუწოდებთ მრევლს, რომ გადანაწილდნენ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით ტაძრებში, უნდა დავიცვათ მითითები, ლოცვა-კურთხევა, რასაც საპატროარქო მრევლს აძლევს. გარეთ უნდა გავაკეთოთ გამაძლიერებლები ხმის იმისთვის, რომ ვინც ვერ შემოვა ეკლესიაში, შეძლონ ლოცვის მოსმენა და დაიცვან დისტანცია, მაოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციის შესაბამისად", - აღნიშნა მეუფემ.

მან ასევე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა ყველას, ვისაც რაიმე სიმპტომი აღენიშნება და დასძინა, რომ სურვილის შემთხვევაში, სახლში აზიარებენ ადამიანებს.

ცნობისთვის საქართველოში ამ დროისთვის 73 ადამიანია ინფიცირებული. დღეს ვირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.