მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან

მუნიციპალური ტრანსპორტი ზუგდიდში, 2020

ზუგდიდში, მოსახლეობა მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუნიციპალიტეტში ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან, ამისთვის კი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ქალაქის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ტრანსპორტი მხოლოდ ექვს საათამდე იმოძრავებს და მასში მხოლოდ იმდენი მგზავრი დაიშვება, რამდენიც დასაჯდომი ადგილია.

"ასეთ პირობებში ჩვენ ვერ ვიცავთ უსაფრთხოებას, ზუგდიდელები მგზავრობის თანხას იხდიან ნაღდი ფულით და უშუალო კონტაქტი აქვთ მძღოლებთან, რაც ზრდის საფრთხეს, ამიტომაც მივიღეთ მძღოლების იზოლირების გადაწყვეტილება",-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.