საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე მარნეულში ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი მარნეულში
20:29 25.03
დაკოპირებულია

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას  გაეცნო. 

"დღეს, როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების, რაც იძლევა საშუალებას პასუხის ვადა შემცირდეს 6 საათიდან საათ-ნახევრამდე.  აღნიშნული პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მოკლე ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ ადგილზე. ჩვენ კიდევ ველოდებით დამატებით რაოდენობას. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად მომწოდებლისთვისაც რთული არის ამ ტესტების ერთიანად მოწოდება, მიუხედავად ამისა ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. ამ ეტაპზე ჩამოსულია 1000 ტესტი, რომელიც განკუთვნილი არის მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.სწრაფი ტესტების შემოღება მნიშვნელოვანი არის პროცესის დასაჩქარებლად, რათა დროულად აღმოჩენილ იქნას ის ადამიანები, რომლებიც არიან რისკის მატარებლები.

ამ ეტაპზე აქ მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევებს და გადაყვანას სხვა კლინიკაში. ექიმები კონტაქტზე არიან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთანაც და პაციენტთა მდგომარეობა მუდმივ რეჟიმში კონტროლდება",- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იუსტიციის სახლის შენობა 3

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იუსტიციის...

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იუსტიციის სახლების სამუშაო დრო გახანგრძლივდა. ამის...
წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გაიმართა ლაგოდეხში. მოსახლეობამ საქართველო-აზერბა...
41 წუთის წინ
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგ...
46 წუთის წინ
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისა და საქართველოს ლიდერების, მოსკოვში, გამა...
15:29
გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან...
15:16
ვალერი ჯავახაძე საბერძნეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" გარდაი...
საბერძნეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" ვალერი ჯავახაძე გარდაიცვალა. იგი კრიმინალურ წრეში ცნობილი იყო...
მეუფე იოანე: საეკლესიო სამართალი დაადგენ...
"მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო",-ასე პასუხობს ქუთაის-გაე...
13:21
ქვეყნის მასშტაბით სეროპრევალენტური კვლევ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადე...
პრემიერი: მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის...
"დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიგში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე...