საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
17:22 26.03
დაკოპირებულია

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.

"აქვე გაცნობებთ, რომ თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს. 

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს. სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. 

ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი", - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ქართული ოცნების” პროგრამა გარემოს დაცვითი მიმართულებით ოთხი ძირითადი საფუძვლისგან შედგება: დემოკრატ...
45 წუთის წინ
„თქვენ ნახეთ მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული დაპირებები, კონკრეტული პროგრამა, რომელიც ჯერჯერობით...
47 წუთის წინ
„საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად“, - ამის შესახებ თავდაცვის...
48 წუთის წინ
„თავდაცვის უწყებაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელი, პრაქტ...
53 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძე: შემდეგი 4 წლის მანძილზე ვ...
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 3-ჯერ გაიზარდა ჯან...
54 წუთის წინ
მაია ცქიტიშვილი: 1-ელ ოქტომბერს ჩვენმა ქ...
„მინდა ჩვენს მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მივულოცო 1 ოქტომბერი,...
ბიძინა ივანიშვილი: რვა წელია ვებრძვით სი...
„და მაინც, არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობ...
მაია ცქიტიშვილი: გუნდის განახლება დაგვეხ...
„ეს იყო ერთის მხრივ 8 წლიანი პერიოდის ანგარიში და ასევე იმ პროგრამის, ხედვებისა...