მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბანში ადმინსტრაციულ შენობასა და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებს დეზინფექცია ჩაუტარდა

სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტში

25 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის" მიერ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენვციის მიზნით, მერიის ადმინსიტრაციულ შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.

ინფორმაციას გარდაბნის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე დეზინფექცია ჩაუტარდა სოფელ მარტყოფში, ნორიოში, საკაძეში, მუღალოში, სართიჭალასა და გამარჯვებაში საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ყველა მიმდინარე პროცესს მონიტორინგის ფარგლებში, პირადად აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები.