Pia Logo
საზოგადოება

გია აბაშიძე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება

ანალიტიკოსი
16:01 26.03

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო! აქ მყოფმა აღშფოთებულმა დიპლომატებმაც კი მომწერეს - ასეთი თავყრილობის ორგანიზება როგორ შეიძლება?! რატომ მყისიერად არ აღიკვეთა?! ნაცსექტავ, რა მავნებელიც იყავი, უარესი გახდი და უმკაცრეს განაჩენს გამოგიტანს ამომრჩეველი! ნაძირლებო, მერე ეკლესიაში შეკრებაზე წკმუტუნებთ ხომ?“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია მოაწყეს, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდის მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა და მათ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა. შენგელიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. მან მოქალაქეებს წესების დაცვისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი?...

საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბ...
17:28 30.03
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ამ დროისთვის ბოლო მონაცემები...
00:33
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მო...
00:19
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
23:56 30.03
"ბოლო  თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსა...
23:38 30.03
კორონავირუსის ინფექცია, 2020 3 ქუთაისში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადას...
ქუთაისში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებუ...
23:06 30.03
21:52 30.03
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების...
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზა...
21:20 30.03
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვ...
ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, COVID-...
21:06 30.03
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 პირი...
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტიდან 2 განიკურნა...