მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია გაბრიჭიძე: მიხეილ სააკაშვილს მენტალური აშლილობა სჭირს, რომლის დროსაც პაციენტი ცდილობს იცრუოს მის მიერ ვითომდა გაკეთებული დიდი საქმეებით, რომლებსაც არ აფასებენ

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

„დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირს, მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც პაციენტი ცდილობს იცრუოს მის მიერ ვითომდა გაკეთებული დიდი საქმეებით, რომლებსაც არ აფასებენ და გარემომცველებში შებრალება გამოიწვიოს“,- ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფეიკ-ნიუსის დასპონსორების ფაქტს.

მისი თქმით, ის ხალხი კი ვინც ამას ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა დაიტუქსოს:

„დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირს, არის მენტალური აშლილობა, რომლის დროსაც პაციენტი ცდილობს იცრუოს მის მიერ ვითომდა გაკეთებული დიდი საქმეებით, რომლებსაც არ აფასებენ და გარემომცველებში შებრალება გამოიწვიოს. ეს დაავადება ჯერ სრულად არ არის აღწერილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ფსიქიატრები მიხედავენ. მით უმეტეს, რომ საექსპერიმენტო მასალა კიევში ცხოვრობს. ნუ დასცინებთ ხალხო грех смеяться над убогими. ის ხალხი კი ვინც ამას ხელს უწყობს, აუცილებლად უნდა დაიტუქსოს“ ,- წერს გია გაბრიჭიძე.

ცნობისთვის, დღეს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილის ლუგარის ლაბორატორიის გახსნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაასპონსორა, წარწერით – მადლობა ქართველ ექიმებს! მოგვიანებით მის სტატუსზე სპონსორის ფუნქცია მოიხსნა.