მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპი ხვალ დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

ხვალ, 26 მარტს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩა N17-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 26 მარტს, 23:00 საათიდან 27 მარტის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში: თევდორე მღვდლის და ცაბაძის ქუჩის ნაწილს, აბასთუმნის ქ. N1-ს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.