საზოგადოება

„ჯორჯიან მანგანეზმა“, COVID19-ის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კვების რაციონში ცვლილებები შეიტანა

ჯორჯიან მანგანეზნა კორონავირუსის გამო კვების რაციონი შეცვალა
13:58 ხუთ. 26 მარტი
დაკოპირებულია

„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კვების რაციონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად იზიარებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შექმნილ მდგომარეობას და ასრულებს მთავრობის რეკომენდაციებს.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც საგანგებო მდგომარეობის ვადით საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის გატანის მომსახურებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სასადილოების სამუშაო რეჟიმსა და კვების რაციონში ცვლილებები შეიტანა და ქარხნის დასაქმებულებს დროებით განსხვავებული საკვები ულუფებით ამარაგებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად იზიარებს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შექმნილ მდგომარეობას და ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რასაც, ერთი მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მეორე მხრივ კი, საქართველოს მთავრობა იძლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი ამბობს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ქარხანაში დასაქმებულები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მშრალ ულუფას მიიღებენ.

„პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ და ჩვენ მიერ გატარებულ პრევენციის სხვა ღონისძიებებთან ერთობლიობაში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ქარხანაში დასაქმებულები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მშრალ ულუფას მიიღებენ“, - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, მისი ოპერირების ქვეშ არსებულ ყველა საწარმოში არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1707.webp

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: საქართველოს კორონავირ...

მისი თქმით, სახელმწიფომ „კოვაქს“ პლატფორმას თანხის ნაწილი წინასწარ იმ პირობით გა...
12:56
მოვაჭრის თქმით, მათ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაფრთხილება...
33 წუთის წინ
უწყების ცნობით, საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების...
36 წუთის წინ
პოლიციამ ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავა. მომიტინგეები პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულების წაყვ...
46 წუთის წინ
როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება...
46 წუთის წინ
ევროპული საქართველოს წევრი

გიგი უგულავა: ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპე...

„ჯერჯერობით ისინი არანაირი წინადადებით არ მოსულან, შესაბამისად ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა...
57 წუთის წინ
არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატ...
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ...
აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა
ადგილზე შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. ისი...
ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა (ვიდეო)
ვულკანის ამოფრქვევამდე რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა...