Pia Logo
საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილმა ფეიკ-ნიუსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაასპონსორა

მიხეილ სააკაშვილმა ფეიკ-ნიუსი სოციალურ ქსელში დაასპონსორა
19:36 26.03

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია“ – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მან ლუგარის ცენტრის მშენებლობისთვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის პასუხად პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია და ყველა გადაწყვეტილება 2002 წელს, შევარდნაძის მთავრობის დროს მიიღეს.

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა, მე კარგად ვიცი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. პირველ ხელშეკრულებაზე არის შევარდნაძის და კლინტონის ხელმოწერა, მეორეზე – საქართველოს და შეერთებული შტატების თავდაცვს მინისტრების ხელმოწერა. ეს მოხდა 2002 წელს. შემდეგ, რა თქმა უნდა, პროექტის გაგრძელებაში იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ გადაწყვეტილებები, ყველაფერი მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. სხვათა შორის, კახა ბენდუქიძეს აქვს მონაწილეობა მიღებული და მისი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს ინტერნეტ პორტალმა „ოდიშინიუსი“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პაატა იმნაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილის ლუგარის ლაბორატორიის გახსნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაასპონსორა, წარწერით – მადლობა ქართველ ექიმებს! მოგვიანებით მის სტატუსზე სპონსორის ფუნქცია მოიხსნა.

წყარო

რეფერენდუმი

29 წელი რეფერენდუმიდან

29 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდა...
50 წუთის წინ
ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და COVID-19-თან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკა...
10:25
„თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილ...
10:25
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ამ დროისთვის ბოლო მონაცემები...
00:33
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მო...
00:19
ცქიტიშვილი ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილი: ბლოკპოსტები არ ნიშნავს ქალაქ...
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
ნავთობის საჭიროება გაქრება – Goldman Sac...
საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs თავის მიმოხილვაში პროგნოზირებს, რომ ნავთობი მსო...
როგორ ჩატარდება სააღდგომო ცისკრის ლოცვებ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ქვ...
21:52 30.03
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების...
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზა...