მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მეტრეველი: რასაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი აკეთებს ზუგდიდში, ეს არის უკიდურესი მტრობა ჩვენი მოქალაქეების

ექსპერტი, “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი

„რასაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი აკეთებს ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით, ცხადია, არის უკიდურესი მტრობა ჩვენი მოქალაქეების“,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შედეგს არჩევნებზე მოიმკის:

„რასაც დღეს ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი აკეთებს ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით, ცხადია, არის უკიდურესი მტრობა ჩვენი მოქალაქეების. სულ რამდენიმე თვეში მოიმკის „ნაციონალური მოძრაობა“ შედეგს არჩევნებზე! სადაც მორიგ გაფარჩაკებას მიიღებს”,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ცნობისთვის, დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია მოაწყეს, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდის მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა და მათ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა. შენგელიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. მან მოქალაქეებს წესების დაცვისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.