საზოგადოება

პაატა იმნაძე: აცადეთ მუშაობა ადამიანებს, რომლებსაც პაციენტები ანალიზის დროს სახეში ახველებენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე 2020
17:12 26.03
დაკოპირებულია

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს ავადმყოფებს. ხშირად, იციან, რომ ავადმყოფია და ეუბნებიან სახლში დარჩითო. ეს ხდება უმდიდრეს ქვეყნებში. ჩვენ ყველას, ვისაც კი სჭირდება ვუკეთებთ ტესტს. ჩემი ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებსაც პაციენტები სახეში ახველებენ, უშიშრად მუშაობენ",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორისა მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან მოუწოდა ყველას თავი დაანებონ სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანას და მისცენ მათ მშვიდად მუშაობის საშუალება.

"მათ არაფერის არ ეშინიათ. წარმოიდგინეთ, პაციენტებს ხახაში უნდა ჩათხარონ ჩხირები, რომ ანალიზი აუღონ და ამ დროს პაციენტები სახეში ახველებენ. აცალეთ მუშაობა ამ ადამიანებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ",-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

როგორც მან განაცხადა, არ იქნება არც ერთი შესაძლო შემთხვევა, რომელიც კორონავირუსზე გამოკვლევის გარეშე დარჩება.

აჭარა მწვანე ზონა გახდა

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო...

26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალება. ამის შ...
21:01 24.09
„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასული ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კ...
23:35 24.09
კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახ...
23:11 24.09
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. ამი...
22:58 24.09
„არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს...
22:44 24.09
კორონა თურქეთში თურქეთში კორონავირუსის 1 721 ახალი შემთხვევა...
თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 721 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შ...
22:25 24.09
კახა ბექაური: „კავკასუს ონლაინის“ დირექტ...
„დეზინფორმაციის გავრცელებას დაანებოს თავი „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმაც და ბენ...
19:42 24.09
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახ...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შე...
19:29 24.09
კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა - ინფ...
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 32 მილიონს გადააჭარბა....