Pia Logo
საზოგადოება

ფრანგული მედია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს“ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით

ფრანგული გამოცემა slate აქვეყნებს სტატიას სათაურით: „თბილისი: ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?“
13:35 26.03

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ეკონომიკას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე შედიან უკრაინა და მოლდოვა“, - ნათქვამია ფრანგული გამოცემა slate-ის სტატიაში, სათაურით „თბილისი: ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?“

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაშინ, როცა ევროპის დედაქალაქებში მიმდინარე დებატები ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობების შესახებ პასიურ ფაზაშია დიდი ბრიტანეთის გასვლის მიზეზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს“ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იჩენს სიმტკიცეს და, ამავე დროს, პრაგმატიზმს ევროკავშირთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციებთან მიმართებაში.

„იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც - კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა და დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის (ანუ ქვეყნის ტერიტორიის 25%-ის) დე ფაქტო რეინტეგრაცია, ასევე, თანამშრომლობის გაღრმავება მართლმსაჯულების სფეროში (თავისუფლება, უსაფრთხოება, ფუნდამენტური უფლებები), ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და უწყებებში“, - აღნიშნულია სტატიაში.

რეფერენდუმი

29 წელი რეფერენდუმიდან

29 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდა...
15 წუთის წინ
„თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილ...
48 წუთის წინ
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მზარდია. ამ დროისთვის ბოლო მონაცემები...
00:33
იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მო...
00:19
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
23:56 30.03
ინფრასტრუქტურის მინისტრი 2020 ცქიტიშვილის განცხადებით, სასურსათო უზრუნველყო...
"ბოლო  თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსა...
როგორ ჩატარდება სააღდგომო ცისკრის ლოცვებ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ქვ...
21:52 30.03
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების...
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზა...
21:20 30.03
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვ...
ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, COVID-...