Pia Logo
საზოგადოება

პირველად საქართველოში, ლიბერთი ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად სრულიად ახალ საბანკო პროდუქტს აანონსებს

ახალი პროექტი
11:53 26.03

ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.

შედეგად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას, შეძლებენ ნაღდი ფულის გატანასაც.

"ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო - ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. და მეორე, გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია.

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის", - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

მომსახურების ახალი არხი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.

„კლიპარტი“ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

#ბიზნესიზრუნავს - „კლიპარტის“ კამპანია C...

#ბიზნესიზრუნავს – ამ სახელწოდებით ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპა...
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის...
16:49
მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა,...
16:31
„ხელისუფლებას მივმართავ - დღეს პოლიტკორექტულობის დრო არაა და კანონის შესაბამისად, უმკაცრესი ღონისძიე...
16:13
დღეს, 29 მარტს, ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ტრადიციული, საკვირაო ბაზრობა გაიმართა. ალფამარკეტი და მი...
15:39
თბილის მერი პროდუქტებს არიგებს მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალა...
თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებშ...
ირაკლი გოგავა: მარგინალებისთვის ხომ ყველ...
„საქართველოში დღეისთვის ვირუსის გავრცელების დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე საერთო მსო...
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ქვეყანა რთულ მდგომა...
ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეარხებზე საჭირო გახდება დროებით ც...
12:15
ზუგდიდში ადგილობრივი ტრანსპორტის მოძრაობ...
ზუგდიდის მერიამ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში ვირუსი მზა...