მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

თიბისიმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ლეპტოპები უფასოდ გადასცა

„პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა“, - ამის შესახებ განცხადებას თიბისი ავრცელებს და განმარტავს, რომ ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს გადაეცემათ.

„პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს - თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (G,A) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ, 161 სტუდენტი ისარგებლებს.

ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი, ამ მიზეზის გამო, შეფერხების წინაშე დადგა. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობს და წარმატებული სტუდენტია“, - ნათქვამია თიბისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.