მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას პროდუქტები გადასცა

პროდუქტის დარიგება

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე მოსახლეობას ეწვია და მარტოხელა, სოციალურად დაუცველ და ხანდაზმულ მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია გადასცა.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, კამპანიის ,,დარჩი სახლში” ეფექტიანი მუშაობისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

,,დღეს ჩვენი სტუმრობით, შესაძლებლობების ფარგლებში შევეცადეთ, მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა ჩუღურეთის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც ასე ძალიან სჭირდებათ გვერდით დგომა. ვფიქრობ, ამ ადამიანების თანადგომა ყველა ჩვენგანის ვალია”, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში კიდევ არაერთ ოჯახს ესტუმრებიან.