Pia Logo
საზოგადოება

საბაჟო გამშვები პუნქტები მგზავრებისთვის შეზღუდული გრაფიკით მუშობენ

ახალი რეგულაციები დაწესდა
15:56 26.03

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საზღვრის კვეთის წესები გამკაცრებულ სისტემას დაექვემდებაროს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად:

საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების საშუალებით:

თურქეთის რესპუბლიკა

ნებადართული მხოლოდ "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

"კარწახისა" და "ვალეს" საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ნებადართულია მხოლოდ "წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

"ლაგოდეხის", "სამთაწყაროსა" და "მტკვარის" საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

რუსეთის ფედერაცია

ნებადართულია "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან.

სომხეთის რესპუბლიკა

ნებადართულია მხოლოდ "სადახლო საავტომობილოს" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

"გუგუთის", "ახკერპისა“ და ,,ნინოწმინდას“ საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხდება საქართველოს მოქალაქე მგზავრთა უმკაცრესი, ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, ექიმი ეპიდემიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის ან სამედცინო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ხოლო მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) დადგენილი წესის თანახმად, აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ამასთან, საქართველოში დაბრუნებული ყველა საქართველოს მოქალაქის გადაყვანას საკარანტინო ზონაში, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

რაც შეეხება, ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, აღნიშნული შეზღუდვა მათ არ შეეხებათ და საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი?...

საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბ...
17:28 30.03
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
23:56 30.03
"ბოლო  თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსა...
23:38 30.03
ქუთაისში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებუ...
23:06 30.03
"ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა, ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გე...
22:46 30.03
კორონავირუსი, ჩინეთი, ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკის მყისიერი პასუხი კორონავირუ...
ჩინეთში მხვილი სამრეწველო საწარმოების 98,6%–მა მუშაობა განაახლა, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერე...
21:06 30.03
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 პირი...
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტიდან 2 განიკურნა...
ამირან სალუქვაძე: ღია წყაროებში მოიძებნე...
„ავიაკომპანია „SkyUp“ საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა. ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვა...
20:42 30.03
4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და 812 გარდ...
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვე...