საზოგადოება

საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ - ფრანგული გამოცემა

თბილისი, მტკვარი, მშვიდობის ხიდი
14:09 ხუთ. 26 მარტი
დაკოპირებულია

„რამდენიმე მიზეზი, რატომაც უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ერთ-ერთი ასეთი მიზეზი არის ის, რომ საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ“, - წერს ფრანგული გამოცემა slate სტატიაში სათაურით „თბილისი: ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?“

სტატიაშია აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ანგარიშში, რომლის 2019 წლის მონაცემების თანახმად საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ხაზგასმულია საჯარო სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის დაჩქარება.

„ეს ეკონომიკური რეალობა, რომელსაც ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, კონკრეტულ გამოძახილს ჰპოვებს ევროპის საბჭოში, რომელსაც საქართველო ამჟამად თავმჯდომარეობს და რომლის წევრიც 1999 წლიდანაა. სწორედ ეს არის დაახლოებისკენ გამიზნული დღის წესრიგის რეალიზაციის ყველაზე მკაფიო გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას და აზიას ბუნებრივი „კარიბჭის“, ანუ საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების მეშვეობით. ეს ასევე ეხება (ადრიატიკის, შავი და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი) „სამი ზღვის ინიციატივის“ პროგრამას, რომელიც დაიწყო დუბროვნიკში 2016 წელს და შემდეგ გაგრძელდა ვარშავაში 2017 წელს.

სხვადასხვა დამოუკიდებელ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გამაოგნებელი და მზარდი პროგრესი წინააღმდეგობაშია ზოგიერთ ევროპულ მედიასაშუალებაში ახლახან გავრცელებულ ნარატივთან, თითქოს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ექცევიან მოსკოვის ორბიტაში და უკან იხევენ ევროპასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების ხარჯზე. ამ რეალობის მიღება, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა კიდეც, ხაზს უსვამს მის გონივრულობას და პრაგმატულობას.

რადგან აქ საქმე ასევე გვაქვს ჩვენს უნართან, უზრუნველვყოთ ჩვენი პოზიციონირება ერთგული მოკავშირეების გვერდით როგორც ისტორიულად, ისე საერთო სასიკეთო ინტერესების თვალსაზრისით, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი პოზიციების დაკავება აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი ამ ახალი მარშრუტების გაყოლებაზე, რომლებიც წარმოადგენს გაფართოებული ევროპის ახალ სახეს, რომელიც დღეს ეჭვგარეშე მოიცავს ევრაზიის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ განზომილებას.

ცხადია, რომ ხსენებული არის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ერთ-ერთი ასეთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ“,- აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ფულადი დახმარება

100, 200 და 300 ლარი - ვინ რა დახმარებას...

აღნიშნულ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი. Კ...
„ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა. რეგიონალური კუთხით არაორდინალური ეკონომ...
20:43 შაბ. 28 ნოემბერი
„ამ უმძიმეს სიტუაციაში, კრიზისში თანაბარი წილი პასუხისმგებლობის აქვს ყველას, ვინც ხმა მისცა „ქართულ...
19:50 შაბ. 28 ნოემბერი
საპროტესტო აქციები პოლონეთში აბორტების აკრძალვის კანონპროექტის განხილვის დროს დაიწყო. ამასთანავე აქც...
18:57 შაბ. 28 ნოემბერი
როგორც საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, პანდემიის მიუხედავად საქართველო წარმოადგენს...
18:40 შაბ. 28 ნოემბერი
გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.

ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ...

მისი თქმით, კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი ოპოზიციის გარეშე საქმიანობს. „ყველას მინდა გავ...
18:15 შაბ. 28 ნოემბერი
15:59 შაბ. 28 ნოემბერი
თენგიზ ცერცვაძე სახლში გაეწერა 
„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყვ...
15:47 შაბ. 28 ნოემბერი
აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის...
ზურაბ აბაშიძის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე შეხვედრისას საუბარი საერთოდ არ ყოფილა....
15:43 შაბ. 28 ნოემბერი
აბაშიძე: რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ საჭ...
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინ...