მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საკონსულოებს მოქალაქეები დახმარებისთვის მადლობას უხდიან

დროშა საელჩოზე

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, საჰაერო მიმოსვლის ჩაკეტვის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ, საელჩოები თავად დაუკავშირდნენ და მათ საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეების სოციალურ ქსელში თავად წერენ.

"მადლობა მინდა მოვუხადო საელჩოს ყურადღებისთვის. მეუღლეს დაუკავშირდნენ და "მოგვიკითხეს" არვიცი იღბლიანი ნომერი იყო ჩვენი თუ სხვებსაც ეხმიანებიან. მაგრამ სასიამოვნოა როცა გრძნობ რომ მარტო არ ხარ. მადლობა",- წერს გიგა გუბელაძე საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

"ძალიან დიდ მადლობას ვუხდი რომის და მთლიანად იტალიის საელჩოში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, გვერდით დგომის, მეტად ყურადღებიანობის, პროფესიონალიზმის და რაც მთავარია დახმარებისთვის. უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ინფორმაციის ზედმიწევნით მიწოდება, საამაყოა, როდესაც გვყავს ასეთი გუნდი, უცხო ქვეყანაში, რომლის იმედიც უნდა გვქონდეს ნებისმიერ დროს. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემი მხრიდან",-აღნიშნავს ეთერი ეგრისელაშვილი.

იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელს თეა ჩხაიძეს ოპერატიულობისთვის მადლობას უხდის მაია ფშუტური.

"როგორც დანარჩენი ჩემი თანამემამულეები მეც დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს საელჩოს იტალიაში, ყურადღებისათვის, გულისხმიერებისათვის, თანადგომასა და ოპარატიულობისათვის!

თეა ჩხაიძე, შენ განსაკუთრებულად მადლობა შემოგევლე. ძალიან ყურადღებიანი, თბილი და მოთმინებით აღვსილი ქართველი ხარ. გვიმრავლოს შენნაირი შვილები!",-წერს მაია ფშუტური.

"დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს საელჩოს იტალიაში და განსაკუთრებით ქალბატონ თამთა რჩეულიშვილს გულისხმიერებისა და გასაჭირში მყოფი ქართველებისადმი გაწეული დახმარებისთვის. ღმერთმა გაგახაროთ!",-აღნიშნავს ეკა კაჭარავა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის, ერთ-ერთი მოქალაქე მადლობას უხდის ამერიკაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელს დიანა ჟღენტს.

"მინდა გამოვეხმაურო 14 მარტს ნიუორკი-ბაქო-საქართველოს განხორციელებულ რეისის სულის ჩამდგმელებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,რადგან შექმნილი ფორცმაჟორიდან გამომდინარე იყო საშიშროება ბორტზე არ აეყვანათ საქართველოს მოქალაქეები რადგან ეს იყო ტარნზიტი.იქედან გამომდინარე,რომ საქართველო აზერბიჯანმა ათი დღით შეწყვიტა მიმოსვლა.ამ სირთულის მიუხედავად საქართველოს საკონსულომ ამერიკაში,კონსულმა Diana Zhgentma მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა, ყველაფერი გააკეთა და ყველა მგზავრი მშვიდობიანად ჩაიყვანეს ბაქომდე.იქიდან ჩაერთო იქაური საკონსულო ქალბატონი ნათია (სამწუხაროდ გვარი არვიცი)პირადად მივიდა აეროპორტში პარალელურად აქ დარჩენილ ოჯახის წევრებთან იყო კონტაქტზე დიდი ნუგეშით. ყველა მგზავრი სახმელეთო საშუალებით მიიყვანა ე.წ.წითელ ხიდამდე.ამ შეუფასებელი შრომისთვის,თანამემამულების გვერდში დგომისთვის გიხდით უღრმეს მადლობას.გისურვებთ ჯანმრთელობას,სიკეთეს,წარმატებებს პირად და საჯარო სივრცეში.ვიყოთ იმედიანად,მადლიერნი ასეთი ქართველების გვერდით ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ.უფლის წყალობა ყველას",- წერს საქართველოს მოქალაქე.

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განთავსებულ წერილებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ამ ურთულეს პერიოდში საელჩოების უკლებლივ ყველა თანამშრომელმა პროფესიონალიზმი, საქართველოს მოქალაქეებისადმი უდიდესი მზრუნველობა და სიყვარული გამოიჩინა.

1743.webp

1722.webp