მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ იყიდება

S20, S20+ სმარტფონები ონლაინ იყიდება

„13 მარტიდან Samsung-ის ახალი, ყველაზე სახელოვანი S სერიის სმარტფონები Galaxy S20, S20+ და ყველაზე განსაკუთრებული Galaxy S20 Ultra ოფიციალურად უკვე იყიდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „სამსუნგის“ წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ასევე, იყიდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, სამსუნგის ინოვაციური დრეკადი ეკრანით აღჭურვილი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip. მომხმარებელმა 2020-ის პირველივე კვარტალიდან დაინახა სმარტფონების ინდუსტრიის ფავორიტები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს მოდელები ნამდვილი მაქსიმალისტებისთვის არის შექმნილი.

„Galaxy S20 Ultra წარმოგვიდგენს ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც წელს Samsung-ს შეუძლია. სმარტფონში წარმოდგენილია ყველა ის გადაწყვეტილება, რითაც სამსუნგი ამაყობს: ინდუსტრიაში საუკეთესო 6.9-ინჩიანი 120-ჰერციანი დინამიკური AMOLED ეკრანი, გიგანტური ზომის 5,000 mAh ელემენტი და 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც 8K ფორმატში შეუძლია ვიდეოს გადაღება, ან თქვენი სმარტფონის ჩვეულებრივ ტელესკოპად ქცევა Space Zoom ფუნქციის დახმარებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 100-ჯერ მოაახლოოთ გამოსახულება. ეს მოდელი ნამდვილი მაქსიმალისტებისთვის არის შექმნილი.

ცალკე სასაუბრო თემაა ულტრას უმცროსი მოდელები. აქ კომპანიამ აქცენტი შედარებით პატარა ზომის ეკრანებზე გააკეთა. ყველა სმარტფონს აქვს საკმაოდ მძლავრი მახასიათებლები, როგორიცაა ეკრანის განახლების 120 ჰერციანი მაჩვენებელი, მრავალკამერიანი სეთაფი, ახალი Exynos 990-ის პროცესორი, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს“. - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანია Galaxy Z Flip-საც წარმოადგენს და მას თამამად უწოდებს დასაკეცი სმარტფონების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენელს.

„პარალელურ რეჟიმში, Galaxy Fold-ის მერე Samsung-მა უკვე ახლახან წარმოადგინა Galaxy Z Flip, რომელიც თამამად შეგვიძლია მოვნათლოთ დასაკეცი სმარტფონების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენლად. მას აქვს განსხვავებული, მეტად საინტერესო ფორმ-ფაქტურა და ყველაფერთან ერთად ფლაგმანური მახასიათებლები. სმარტფონმა ნამდვილი ჰაიპი გამოიწვია მომხმარებლებში“, - აცხადებს „სამსუნგი“.

ახალი სმარტფონების შეძენის მსურველებს კომპანია ონლაინ სერვისს სთავაზობს და შეახსენებს, რომ სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.

„Galaxy-ის ახალი ხაზის სმარტფონების შეძენა, არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიების ვებგვერდებზე. აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს აქვს ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება. მოქმედებს ეკრანის უსაზღვრო გარანტია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უფასოდ შეცვალოთ დაზიანებული ეკრანი სამსუნგის ოფიციალურ სერვისცენტრში. ასევე, სმარტფონის დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები და მწყობრიდან გამოსული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!“, - ნათქვამია „სამსუნგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.