საზოგადოება

ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარების პერიოდში ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ

ტაქსის ნიშანი
21:48 ოთხ. 25 მარტი
დაკოპირებულია

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

"მანამდე კი ტაქსით მომსახურების გაწევა შეუფერხებლად შეუძლიათ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოდერნას ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია

Moderna: ჩვენი ვაქცინა 100%-ით ეფექტიანი...

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინირებული პაციენტების 94,1%-ს კორონავირუსი საერთ...
„ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწ...
20:23
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში...
20:06
საქართველო უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და მთლიანობაში მეტოქეზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვე...
20:00
ბიძგების სიძლიერემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:09 საათზე დაფიქსირდა.
19:23
მომსახურება გადასახადების გადამხდელებს

1-28 დეკემბერს RS CAR გადასახადის გადამხდელებ...

ამავე ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექ...
18:03
ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსზე: ამ აქლ...
მისი თქმით, კორონავირუსი არის ინფექცია, რომლისგანაც დაცული არავინაა. „ამის უკან...
ნინა კობახიძე: თავისთავად სიტუაცია არის...
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდვების შესაძლო ეფექტს, რომელიც რა თქმა...
17:57
პრემიერის თქმით, ჰოსპიტალური სექტორის გა...
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ აღნიშნა, რომ ვინაი...